logo
ENG



სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება NATO-ს წევრი, საქართველო დარჩა "მშრალზე"

12 ივლ 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება NATO-ს წევრი, საქართველო დარჩა "მშრალზე"

გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა.

საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.

საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე.

ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა "მშრალზე" და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია.


close დახურვა